გიორგი მამარდაშვილი უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ტოპ კლუბების ინტერესის არეალშია მოქცეული.
გამოცემა Relevo ამ თემაზე ხშირად წერს, უახლესი ინფორმაციით, ბოლო პერიოდია მიმდინარეობს "ლივერპულსა" და "ვალენსიას" შორის მოლაპარაკებები, საუბარია 30 მილიონ ევროსა და მამარდაშვილის 3 მილიონ ევროზე მაღალ ხელფასზე.
თუმცა, როგორც ცნობილია "ღამურებს" ახალი სეზონის გატარება ქართველ მეკარესთან ერთად სურთ და გეგმის შეცვლასაც არ აპირებენ.
აქამდე ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ "ვალენსიას" პრეზიდენტი, პიტერ ლიმს ტრანსფერში 40 მილიონი ევროს მიღება სურს.
მამარდაშვილის მთავარი მოთხოვნა კი რეგურალური სათამაშო დროა.