საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საკუთარი ძალების დემონსტრირებას ერთა ლიგაზე შეეცდება.
აღნიშნულ ტურნირს ჩვენი გუნდი ამა წლის სექტემბერში დაიწყებს და საკმაოდ მალე, ნოემბერში დაასრულებს, მეტოქეები კი ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პირველ შეხვედრას ჩეხეთთან საშინაო კედლებში გამართავს, სამასპინძლო არენა კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იქნება (მატჩი 7 სექტემბერს შედგება).
შეგახსენებთ, რომ დინამო არენა არცერთ შეხვედრას არ უმასპინძლებს, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ამორტიზებულია და მასშტაბური რემონტი სჭირდება.