"ზივზივაძე მსოფლიო დონის თავდამსხმელს მახსენებს" - კარლსრუეს მწვრთნელი ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ზივზივაძე მსოფლიო დონის თავდამსხმელს მახსენებს" - კარლსრუეს მწვრთნელი ქართველზე საუბრობს

"ზივზივაძე მსოფლიო დონის თავდამსხმელს მახსენებს" - კარლსრუეს მწვრთნელი ქართველზე საუბრობს
5-08-2024, 22:33
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში "კარლსურეს" მაისურით შესრულებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ კარლსრუელთა თავკაცი კრისტიან ეიხნერი ბუდუზე აღფრთოვანებული ტონით საუბრობს:

"ბუდუ ევრო 2024-ის შემდეგ მცირე სათამაშო დროით იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა, მაგრამ იგი ნამდვილი პროფესიონალია.

მიუხედავად ამისა, მან იპოვა მოტივაცია და აბსოლუტურად მომზადებული მოვიდა. ვარჯიშის პირველსავე დღიდან უზარმაზარი პროფესიონალიზმი და ერთგულება აჩვენა"

ზივზივაძემ ჰეთ-თრიქით თითქმის მარტომ დაამარცხა "ნიურნბერგი". ქართველი არ არის გამქცევი, მაგრამ დიდად მოქნილი და მისი შემობრუნებების ოსტატური განხორციელებაც ეხერხება, მეტოქის საჯარიმოში განსაკუთრებული უნარებით მოქმედებს. ბურთის ერთდროულად აღება და ტარება, შემდეგ კი ერთიანი, სწრაფი შემობრუნება - ფანტასტიკაა. მსოფლიო დონის თავდამსხმელს, მჭიდრო სივრცეებში შემობრუნების მეფეს, გოლის მანქანას, გერდ მიულერს მახსენებს."
- თქვა ეიხნერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი