ტრანსფერი პრემიერლიგურ გრანდში? - გადასვლას მხოლოდ ერთი რამ აფერხებს » სპორტის ხაზი

ტრანსფერი პრემიერლიგურ გრანდში? - გადასვლას მხოლოდ ერთი რამ აფერხებს

ტრანსფერი პრემიერლიგურ გრანდში? - გადასვლას მხოლოდ ერთი რამ აფერხებს
5-08-2024, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილს უკვე დიდი ხანია არაერთ საფეხბურთო გრანდს უკავშირებენ, თუმცა, მედიაში ბოლოს ხშირად იწერებოდა, რომ მისთვის მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა, კლუბებისთვის ერთგვარ ბარიერს ქმნიდა.

ესპანურ მედიაში იწერებოდა ლივერპულის მამარდაშვილისადმი ინტერესის შესახებ, ახლა კი ამაზე საუბარი განახლდა და როგორც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, ღამურები და მერსისაიდელები ამ კვირაში შეხვედრას გეგმავენ.

ინგლისელები მზად არიან ქართველი მეკარის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ლივერპულმა ალისონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც მიიღო, ცნობილია, რომ ბრაზილიელი კარის დარაჯი ლივერპულში კიდევ ერთ სეზონს მაინც გაატარებს, ასე რომ, არნე სლოტის გუნდი მზადაა გიორგი შეიძინოს და ერთი სეზონით იჯარით პრემიერლიგის კლუბში გაუშვას. ავტორი აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, ეს გუნდი ბორნმუთი იყოს.

ლივერპულის გარდა, მამარდაშვილს სხვა პრემიერლიგისა და ტოპ ჩემპიონატების ლიდერებსაც უკავშირებენ...


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი