"ჩემ მომავალთან დაკავშირებით ამას გეტყოდით" - ბუდუს კომენტარი ჰეთ-თრიკის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ჩემ მომავალთან დაკავშირებით ამას გეტყოდით" - ბუდუს კომენტარი ჰეთ-თრიკის შემდეგ

"ჩემ მომავალთან დაკავშირებით ამას გეტყოდით" - ბუდუს კომენტარი ჰეთ-თრიკის შემდეგ
5-08-2024, 02:32
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ახალ სეზონში, პირველივე ტურიდან ბუდუ ზივზივაძემ გოლების გატანა დაიწყო და მეტოქეს ჰეთ-თრიკი შეუსრულა, რისი წყალობითაც კარლსრუემ, მეტოქეს, ნიურნბერგს, 3:2 სძლია.

47-ე. 73-ე და 79-ე წუთებზე გატანილი გოლებით ბუდუმ თამაში შემოატრიალა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

მატჩის შემდგომ, ადგილობრივ მედიასთან, კომენტარიც გააკეთა და თამაშიც შეაფასა:

"საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო. სეზონის პირველ ნაწილში უფრო მეტი გოლის გატანა მსურს. დასაწყისში ასეთი სტარტი შესანიშნავია. ბიჭების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ერთად ვთამაშობთ და გუნდური სულისკვეთება გვაქვს.

ჩემ მომავალთან დაკავშირებით, დღევანდელობის გათვალისწინებით, ამჟამად ვრჩები. აქ ბედნიერი ვარ, ყველას ვუყვარვარ, რაც ძალიან მაბედნიერებს."
- თქვა ქართველმა ფორვარდმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი