იტალიაში კვარაცხელიას პატივსაცემად ტელევიზია გახსნეს - რა დაარქვეს არხს? » სპორტის ხაზი

იტალიაში კვარაცხელიას პატივსაცემად ტელევიზია გახსნეს - რა დაარქვეს არხს?

იტალიაში კვარაცხელიას პატივსაცემად ტელევიზია გახსნეს - რა დაარქვეს არხს?
11-11-2022, 22:51
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიელებს თავი სიგიჟემდე რომ შეაყვარა, ამის დასტურად კიდევ ერთი ფაქტი არსებობს: იტალიაში ერთ-ერთ ტელევიზიას კვარაცხელიას სახელი დაარქვეს!

მაშინ, როდესაც Teleclubitalia-ს წარმომადგენელი ჟურნალისტთან საუბრობდა, მან თქვა: "Teleclubitalia-ზე Napoli Allnews ჩემი გადაცემაა, რომელიც 77-ე არხზე გადის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო ის, რომ კვარაცხელიამ სწორედ ამ ნომრით დაიწყო თამაში. ჩვენ, ჩვენს ტელევიზიას KVARA TV შევარქვით."

"ხვიჩა გენიალური ფეხბურთელია და მისი მონაცემები ფანტასტიკის სფეროდანაა. გარდა ამისა, კვარა, უბრალოდ კარგი ადამიანია და მის ნაპოლის ბაზაზე გამოჩენას ყველა აღფრთოვანებით ხვდება ხოლმე." - თქვა Teleclubitalia-ს წარმომადგენელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი