როგორც იცით, გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სრულფასოვანი დატვირთვით მოხსნეს. ქართველმა ვერც ინდივიდუალურად გააგრძელა ასპარეზობა და ვერც გუნდურში მიიღებს მონაწილეობას.
ცხადია, ეს დანაკლისი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, თუმცა თუშის მაინც ღირსეული ჩამნაცვლებელი ეყოლება.
თუშიშვილს ხვალინდელ დღეს გუნდურში ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს, ძიუდოისტი, რომელსაც ოქრო ხელიდან ბოლო წამებზე დაუსხლტდა!
იმედი დავიტოვოთ, რომ ილია თავის სიტყვას 3 აგვისტოს დაპირისპირებაში იტყვის და საქართველოს მორიგ ჯერზე ასახელებს.