ისევ ჩვენ დაგვსაჯეს - თუშიშვილი რინერთან ჩხუბისთვის ტურნირიდან მოხსნეს! » სპორტის ხაზი

ისევ ჩვენ დაგვსაჯეს - თუშიშვილი რინერთან ჩხუბისთვის ტურნირიდან მოხსნეს!

ისევ ჩვენ დაგვსაჯეს - თუშიშვილი რინერთან ჩხუბისთვის ტურნირიდან მოხსნეს!
2-08-2024, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადის 1/4-ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელი ტედი რინერის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

თითქოს, მთელი შეხვედრა ქართველის აქტიურობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოსკენ რინერმა თავისი გდებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, შემდეგ კი მაპროვოცირებელი სიტყვებით გურამის გაღიზიანება სცადა.

ცხადია, ქართველს ფრანგისგან შეურაცხყოფა უყურადღებოდ არ გაუტარებია და საკადრისი პასუხი როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად გასცა, ეს კი თუშიშვილისთვის დასასრული აღმოჩნდა.

ნაცვლად იმისა, რომ გურამი ახლა რეპეშაჟის შეხვედრებისთვის უნდა მომზადებულიყო, რინერის უღირსი ქმედებისთვის პასუხის გაცემის გამო ქართველი ტურნირიდან ოფიციალურად მოხსნეს!

ისევ ჩვენ დაგვსაჯეს - თუშიშვილი რინერთან ჩხუბისთვის ტურნირიდან მოხსნეს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი