"იმ ეპიზოდში იპონი იყო, მაგრამ.." - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

"იმ ეპიზოდში იპონი იყო, მაგრამ.." - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

"იმ ეპიზოდში იპონი იყო, მაგრამ.." - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ
1-08-2024, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ილია სულამანიძემ ფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევისთან წააგო, რაზეც მოგვიანებით კომენტარი ფეხბურთელმა პირველ არხთან საუბრისას გააკეთა.

ილიამ საკამათო ეპიზოდი, რომელზეც მსაჯმა ვაზარი უჩვენა, იპონად შეაფასა:

"ძალიან რთულია საუბარი ახლა და რაც ჩემს თავს და გულში ხდება, რთულია იმის გადმოცემა.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც მხარს მიჭერდა - ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც მხარში მედგა მთელი ცხოვრება.

არ ვიცი, აღარ არის ეს ნომრალური, რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ არაუშავს და რა თქმა უნდა ფარხ-ხმალს არ დავყრი და მთელი ცხოვრება გავაგრძელებ ბრძოლას.

ის ეპიზოდიც ვნახე და რამდენადაც ეგ იპონი იქნება, იმდენად გული მეტკინება და დამწყდება, რომ ვერცხლის მედალი მივიღე. ახლა არაფრის თქმას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იპონი იყო...
", - განაცხადა სულამანიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი