ლაშა ბექაურმა ოლიმპიადის ნახევარფინალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს მოუგო და ქართველი ფინალში გავიდა.
ფინალურ შეხვედრაში ბექაური იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება, რომელთანაც ლაშას აქამდე სამჯერ უჭიდავია და სამივე ლაშას გამარჯვებით დასრულდა.
იქამდე კი, აღსანიშნავია ფაქტი, რომ ნახევარფინალში ლაშამ ტატოს მწვრთნელის ყოველგვარი დახმარების გარეშე მოუგო, მიზეზი კი ენის ფაქტორია.
როგორც იცით, მოსახლიშვილი საქართველოში ვარჯიშობდა და ქართული ენაც მშვენივრად იცის, შესაბამისად, გუჯეჯიანის მითითებები განსაკუთრებულს არაფერს შეცვლიდა, რადგან მას ბექაურის მეტოქე ერთი ერთში მოისმენდა.