თითქმის გაორმაგდა - Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა » სპორტის ხაზი

თითქმის გაორმაგდა - Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა

თითქმის გაორმაგდა - Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა
11-11-2022, 17:01
Aa Aa
გაზიარება:

Transfermarkt-ის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.

მოგეხსენებათ, ზურგის ტრავმის გამო, ქართველი შემტევი ნაპოლის ბოლო ორი შეხვედრაა ვერ ეხმარება და მისი უდინეზეს წინააღმდეგ თამაშიც თითქმის გამორიცხულია. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ხვიჩას ტრავმის მიღებამდე ნაჩვენები წარმატებული შეხვედრები დაუფასდა - აქამდე, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევრო იყო.

ცნობისთვის, ბოლოს Transfermarkt-მა გიორგი მამარდაშვილის ფასი გაზარდა - 22 წლის მეკარის ღირებულება 25.00 მილიონი ევროა.


თითქმის გაორმაგდა - Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი