საჩივრის წერილი გამზადებულია - ქართული მხარე ბაზაძის მარცხს გააპროტესტებს! » სპორტის ხაზი

საჩივრის წერილი გამზადებულია - ქართული მხარე ბაზაძის მარცხს გააპროტესტებს!

საჩივრის წერილი გამზადებულია - ქართული მხარე ბაზაძის მარცხს გააპროტესტებს!
27-07-2024, 19:34
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიადაზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში მოჰამედ ამერის წინააღმდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებს შემდეგ დამარცხდა.

სანდრო მსაჯების ნამოქმედარით ძალიან გაბრაზებული დარჩა. იგი თვლიდა, რომ არბიტრებმა ქულები არასწორად დაწერეს და უსამართლოდ წააგებინეს.

როგორც დაიწერა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია სანდროს გვერდში ამოუდგება და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილს გაუგზავნის.

საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

- წერია ფარიკაობის ფედერაციის გვერდზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი