კვალიფიკაცია ჩააგდო - სალუქვაძემ 10 მეტრიდან სროლაში თითქმის ვერავის აჯობა » სპორტის ხაზი

კვალიფიკაცია ჩააგდო - სალუქვაძემ 10 მეტრიდან სროლაში თითქმის ვერავის აჯობა

კვალიფიკაცია ჩააგდო - სალუქვაძემ 10 მეტრიდან სროლაში თითქმის ვერავის აჯობა
27-07-2024, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ დღევანდელ დღეს ოლიმპიადის პირველი დისციპლინა ოფიციალურად დაასრულა.

სამწუხაროდ, 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლის დისციპლინაში ნინო სალუქვაძემ 8 საუკეთესო სპორტსმენთა შორის ადგილი ვერ მოიპოვა.

6 სხვადასხვა მცდელობის შემდეგ სალუქვაძეს ანგარიშზე ჯამურად 562 ქულა იყო (92, 95, 95, 92, 94, 94), რაც 44 მსროლელს შორის 38-ე შედეგი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ჩვენი დელეგაციის მედროშე და ქალთა შორის ოლიმპიადაზე მონაწილეობის სრული რეკორდსმენია. 2024 წლის ოლიმპიადა ნინოსთვის რიგით მე-10 გახლავთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2 აგვისტოს ნინო სალუქვაძე 25 მეტრიდან სროლის კატეგორიაში იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი