კონტე კვარას პოზიციას უცვლის - რას წერს იტალიური მედია ქართველის ახალ პოზიციაზე » სპორტის ხაზი

კონტე კვარას პოზიციას უცვლის - რას წერს იტალიური მედია ქართველის ახალ პოზიციაზე

კონტე კვარას პოზიციას უცვლის - რას წერს იტალიური მედია ქართველის ახალ პოზიციაზე
26-07-2024, 22:02
Aa Aa
გაზიარება:

როგორც წესი, გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, სათამაშო ტაქტიკა იცვლება და თუ იტალიურ გამოცემებს დავუჯერებთ, გამონაკლისი არც ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე იქნება.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ზემოთხსენებული ცვლილება ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხება - ქართველი შემტევი წინა მწვრთნელებმა გასულ სეზონებში უკვე გამოსცადეს სხვადასხვა ოპზიციაზე, ახალგაზრდა მოთამაშეს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს, იყო პერიოდი, როცა ხვიჩა ცენტრფორვარდად გვევლინებოდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე 3 მცველიანი ტაქტიკით თამაშს ამჯობინებს და თუ ნაპოლიშიც ეს სისტემა დანერგა, იმას ნიშნავს, რომ ხვიჩას დაცვითი ფუნქციები კიდევ უფრო გაიზრდება და არ არის გამორიცხული, ქართველი შემტევი ვინგერის ნაცვლად სულაც გარემარბად მოგვევლინოს.

სეზონის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას კონტემ ქართველი შემტევის მნიშვნელობას არაერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონში გუნდი სწორედ ხვიჩას ირგვლივ აეწყობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი