"მოედანზე გაჩვენებთ რა შემიძლია" - წიტაიშვილის პირველი კომენტარი გრანადაში ტრანსფერის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მოედანზე გაჩვენებთ რა შემიძლია" - წიტაიშვილის პირველი კომენტარი გრანადაში ტრანსფერის შემდეგ

"მოედანზე გაჩვენებთ რა შემიძლია" - წიტაიშვილის პირველი კომენტარი გრანადაში ტრანსფერის შემდეგ
26-07-2024, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი წიტაიშვილი ესპანური გრანადას ფეხბურთელია.

ქართველმა შემტევმა კლუბთან 1-წლიანი მშრალი იჯარა გააფორმა და გრანადას მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

23 წლის ვინგერმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი გულშემატკივრებთან და მედიასთან საუბრისას.

"შეგიძლიათ გიო დამიძახოთ - საქართველოში ასე მეძახიან, მაგრამ საწინააღმდეგო არც ხორხეზე მექნება. ესპანეთში თამაშზე სულ ვოცნებობდი. ჩემი ოჯახი ბოლო ორწელიწადნახევარი აქ ცხოვრობს, ჩემი ქალიშვილიც აქ დაიბადა.

გრანადა ისტორიული კლუბია და მისი პროექტი მომწონს. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავამტკიცო, რომ არ შემცდარხართ, როდესაც არჩევანი ჩემზე გააკეთეთ.

რა შემიძლია და რა არა? მირჩევნია ამაზე კომენტარი მწვრთნელმა გააკეთოს, მე კი ყველაფერს მოედანზე გაჩვენებთ
", - განაცხადა წიტაიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი