"ილონ მასკიც ვერ იზამს იმას, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა", - შოთა არველაძე » სპორტის ხაზი

"ილონ მასკიც ვერ იზამს იმას, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა", - შოთა არველაძე

"ილონ მასკიც ვერ იზამს იმას, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა", - შოთა არველაძე
26-07-2024, 17:22
Aa Aa
გაზიარება:

შოთა არველაძემ BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ეროვნული ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშებ კარგ მატჩებზეც გააკეთა კომენტარი.

"ჩვეულებრივად ვიღებთ, რომ ნაკრებში “ოქროს ბუცის” მფლობელი, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს. ჩვენც იმ სუფრაზე ვართ და შეგვიძლია, თამადის როლიც მოვირგოთ.

ეს დამატებითი მოტივაციაა ქვეყნისთვის და ფეხბურთისთვის და იმედი მაქვს, რომ ის, ვისაც ეს ეხება, ამ საკითხს აანალიზებს, რადგან არათუ რომელიმე ბიზნესმა ან ადამიანმა, ილონ მასკმაც კი რომ მოინდომოს, სხვა ქვეყანაში 70,000 ქართველს ვერ ჩაიყვანს და ასეთ ემოციას ვერ შექმნის, რაც საქართველოს ნაკრებმა, ფეხბურთმა და იმ ბიჭებმა შეძლეს, რომელთაც ეს ისტორია დაწერეს
", - განაცხადა არველაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი