იბერია 1999 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პარტიზანს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა, შოთა ნონიკაშვილმა თერთმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
იბერია სათამაშო უპირატესობას ფაქტობრივად მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, ალბანურ გუნდს კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია. მატჩის საბოლოო ანგარიში შეიკნე სილამ დააფიქსირა.
საპასუხო შეხვედრა 1 კვირაში ალბანეთში გაიმართება.