"ახლავე მომიყვანეთ" - გვარდიოლამ ფავორიტი ქართველი ფეხბურთელი დაასახელა » სპორტის ხაზი

"ახლავე მომიყვანეთ" - გვარდიოლამ ფავორიტი ქართველი ფეხბურთელი დაასახელა

"ახლავე მომიყვანეთ" - გვარდიოლამ ფავორიტი ქართველი ფეხბურთელი დაასახელა
25-07-2024, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

როგორც El Nacional-მა დაწერა, მანჩესტერ სიტის დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა თავისი გუნდის ახალ კარის დარაჯად გიორგი მამარდაშვილს მოიაზრებს.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი ედერსონი საუდის არაბეთის ლიგას დაუკავშირეს და დიდია შანსი იმისა, რომ სიტის ახალი მეკარე დასჭირდეს, ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი კი მამარდაშვილი გახლავთ.

გამოცემა წერს, რომ სიტის პოლიტიკა წამსვლელთა რაოდენობასა და ვინაობაზე იქნება დამოკიდებული, შესაბამისად, ედერსონის წასვლა მამარდას მწვანე შუქს აუნთებს.

სხვათა შორის, El Nacional-მა ისიც დაწერა, რომ ედერსონს საქმის გართულება არ სურს და საუდის არაბეთის ლიგაში მოთამაშე კლუბს შეუთანხმდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი