სულ ცოტა ხნის წინ იტალიურმა La Repubblica-მ დაწერა, რომ მილანს ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.
სხვათა შორის, მილანის კარს ახლა ის მეკარე იცავს, რომელმაც მამარდაშვილის ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი უსამართლოდ წაართვა.
საქმე მაიკ მენიოს ეხება, ფრანგ კარის დარაჯს, რომელსაც, როგორც ჩანს, ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკონკურენტოდ გარანტირებული აღარ ექნება.
ცნობისთვის, ვალენსიას პრეზიდენტი მამარდაშვილს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ეს არის ღირებულება, რაც მილანმა ათვლის წერტილად უნდა განიხილოს.