ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ ვალენსიას ბრაიან სარაგოსას დამატება სურს, რომელიც ახლა მიუნხენის ბაიერნში თამაშობს, ამ ტრანსფერის განხორციელებას კი ზეგავლენის მოხდენა მამარდაშვილის ქეისზე შეეძლება.
როგორც იცით, გერმანული გრანდი ქართველი მეკარის დამატებით დიდი ხანია ინტერესდება, თუმცა სატრანსფერო ღირებულება და გიორგისთვის გარანტირებული სათამაშო წუთები ჯერჯერობით გადაულახავ ბარიერად გვევლინება.
მიუხედავად ამისა, თუ სარაგოსა ვალენსიამ ბაიერნიდან უპრობლემოდ დაიმატა, მაშინ ეს კლუბებს შორის ურთიერთობას განამტკიცებს და მამარდას ტრანსფერის შანსიც კიდევ უფრო გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ თავად გიორგის ისეთ კლუბში სურს გადასვლა, სადაც მას სათამაშო წუთები და პირველი ნომერი გარანტირებული ექნება.