შენარჩუნების სურვილის მიუხედავად - რატომ გაყიდის ქოჩორაშვილს ლევანტე » სპორტის ხაზი

შენარჩუნების სურვილის მიუხედავად - რატომ გაყიდის ქოჩორაშვილს ლევანტე

შენარჩუნების სურვილის მიუხედავად - რატომ გაყიდის ქოჩორაშვილს ლევანტე
24-07-2024, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე იწერება, გიორგი ქოჩორაშვილმა ევრო 2024-ზე ჩინებული თამაშის შემდეგ არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ზაფხულში ლევანტე დატოვოს.

ესპანურმა AS-მა დაწერა, რომ ქოჩორას კლუბში ძალიან აფასებენ და მისი მნიშვნელობა კარგად ესმით, თუმცა მათთვის ცუდი ისაა, რომ გუნდში ფინანსური კრიზისია, რაც მხოლოდ წარმატებული მოთამაშეების გასხვისებით აღმოიფხვრება.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - იმას, რომ ლევანტეში გიორგის შენარჩუნების სურვილი აქვთ, თუმცა ფინანსური შემოსავალი ყველაფერზე პრიორიტეტულია, შესაბამისად, ქოჩორაშვილის ლევანტეში დარჩენილი დღეები დათვლილია.

ბოლო ინფორმაციით, გიორგის წინადადებები აქვს როგორც ესპანეთის ჩემპიონატიდან, ისე იტალიიდანაც. წესით, ახალი კლუბის ვინაობა ცნობილი სულ მალე უნდა გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი