"საქართველოში დაბრუნებას არ განვიხილავ, რადგან.." - ბარსელონას 9 წლის მეკარე » სპორტის ხაზი

"საქართველოში დაბრუნებას არ განვიხილავ, რადგან.." - ბარსელონას 9 წლის მეკარე

"საქართველოში დაბრუნებას არ განვიხილავ, რადგან.." - ბარსელონას 9 წლის მეკარე
23-07-2024, 23:09
Aa Aa
გაზიარება:

საბა სეფიაშვილი 9 წლის ასაკში ესპანური კლუბის აკადემიის, ბარსელონას საუკეთესო მეკარე გახდა.

მისი ოცნება გიორგი მამარდაშვილთან ერთად თამაშია და სამომავლოდ არც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს გამორიცხავს, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

ახალგაზრდა მოთამაშესთან ვრცელი ინტერვიუ kvirispalitra-მ ჩაწერა, საიდანაც ყველაზე საინტერესო მომენტს გიზიარებთ.

"მე აქ ვიზრდები, ჩემი ცხოვრება აქ არის, აქ ვსწავლობ, ვთამაშობ და საქართველოში დაბრუნება არც განიხილება. რაც შეეხება სამომავლოდ საქართველოს ნაკრებში თამაშს, როდესაც დიდი გავიზრდები, თუ მექნება შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად დავთანხმდები.

ყველა ქართველი ფეხბურთელი ვიცი. ჩემი ოცნებაა ქართველ მეკარესთან, გიორგი მამარდაშვილთან შეხვედრა. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მინდა მასთან ერთად თამაში
", - აცხადებს საბა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი