საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანურ გრანადაში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.
"ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრანსფერის დახურვამდე დარჩენილია სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება. ეს ყველაფერი ფორმალობაა და რამდენიმე დღის ამბავია.
ერთწლიანი იჯარა კიევის დინამოდან, გამოსყიდვის ოფციის გარეშე - გიორგი წიტაიშვილი არ ყოფილა ახლოს ჰერტაში გადასვლასთან. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ესაუბრებოდა გრანადას, ჰერტას და მეცს, თუმცა ესპანური კლუბი აირჩია", - წერს Geo Team.
შეგახსენებთ, რომ გრანადა შარშან ლა ლიგიდან გავარდა და ახალ სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.