დინამო თბილისმა ქულები თელავთან დაკარგა | შანსი ბათუმს » სპორტის ხაზი

დინამო თბილისმა ქულები თელავთან დაკარგა | შანსი ბათუმს

დინამო თბილისმა ქულები თელავთან დაკარგა | შანსი ბათუმს
10-11-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის "დინამოსა" და "თელავის" დაპირისპირება, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა დინამოელებმა დამაჯერებელი სტატისტიკა 3 ქულაში ვერ გარდასახეს, რის გამოც შანსი ბათუმის "დინამოს" მიეცა.

ამ მომენტისთვის, თბილისელები ეროვნულ ლიგას 76 ქულით ლიდერობენ, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "დინამო ბათუმი" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბათუმელები თავიანთ შეხვედრას 12 ნოემბერს "სამგურალის" წინააღმდეგ მოიგებენ, მაშინ ისინი თბილისელებს მოპოვებული ქულებით სრულებით გაუთანაბრდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც 3 ტური რჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.