ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, დრის მერტენსმა ადგილობრივ გამოცემა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და რა თქმა უნდა გუნდის ქართველ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
"ვის არ მოსწონს კვარაცხელია? სტადიონზე ხალხი ხომ მის სანახავად დადის. სუნთქვისშემკვრელ მომენტებს ქმნის მოედანზე და უბრალოდ არაჩვეულებრივია - 2023 წლის ჩემპიონობაც მეტწილად მისი დამსახურებაა", - განაცხადა მერტენსმა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი და ხვიჩა ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან, თუმცა, თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, ქართველი შემტევი კარიერას კვლავ ნაპოლიში გააგრძელებს.