მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკ რიბერიმ იტალიურ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო მომავალზეც.
ლეგენდარულმა მოთამაშემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის დამატებას ურჩევდა ბაიერნს სერია ა-დან, რიბერიმ ოსიმენი უპასუხა.
ცნობისთვის, ბაიერნი ნიგერიელი შემტევით მართლაც იყო დაინტერესებული, თუმცა, გერმანული გამოცემების მტკიცებით, მისი მაღალი სატრანსფერო თანხის გამო ტრანსფერზე უარის თქმა მოუწია - როგორც იწერება, ნაპოლი 24 წლის შემტევის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა ნაპოლის მაისური ჯამში 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 23 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.