საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება » სპორტის ხაზი

საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება

საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
21-07-2024, 22:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-5 ადგილის დასაკავებლად უნგრეთს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები გუშინ მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. მაქსიმუმი, რაც უკრაინასთან წაგების შემდეგ ქართველებს დარჩათ, მე-5 ადგილის დაკავება იყო და დღეს სლოვაკეთის ძლევით ჩვენი გუნდი ამ მიზანს მიუახლოვდა.

სლოვაკეთმა მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან წააგო და ჩვენსავით ბრძოლა მე-5 ადგილისთვის განაგრძო, თუმცა საქართველომ სლავებს გზა გადაუღობა. მედგრად კი იბრძოლეს, მაგრამ სლოვაკებმა გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხეს. ამაში მათ ხელი უპირველესად ჩვენი ნაკრების წევრებმა – გიორგი სულაბერიძემ და გიორგი ოჩხიკიძემ შეუშალეს.82:55 პირველმა 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ოჩხიკიძემ 23 ქულა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 3 მოხსნა. მატჩი საბოლოოდ საქართველოს 7-ქულიანი გამარჯვებით – 79:72 დასრულდა.

ჩვენს პარალელურ მატჩში მეოთხედფინალში წაგებული გუნდები – პორტუგალია და უნგრეთი შეხვდნენ. უნგრელებმა მეტოქე 82:55 დაამარცხეს და მე-5 ადგილისთვის მატჩში საქართველოსთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს. მატჩი 21 ივლისს, 16:30 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი