უფრო ნაკლებად არა! - რას აფასებს ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილს » სპორტის ხაზი

უფრო ნაკლებად არა! - რას აფასებს ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილს

უფრო ნაკლებად არა! - რას აფასებს ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილს
21-07-2024, 11:47
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე წარმატებულად თამაშის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით არაერთი გუნდია დაინტერესებული.

როგორც ესპანური Marca წერს, ლევანტეში გადაწყვეტილი აქვთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი დაინტერესების შემთხვევაში 5 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არსად გაუშვან.

ვალენსიურ კლუბში კარგად ესმით, რომ ქოჩორაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ვისაც გუნდისთვის ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია. ამის გამო ზუსტი და ფიქსირებული თანხა არ ცხადდება, თუმცა ის კი ვიცით, რომ აუქციონის დაწყებისას 5 მილიონზე ნაკლები შემოთავაზება განხილვას არც კი დაექვემდებარება.

სხვათა შორის, როგორც წერენ, ლევანტე გიორგის ინგლისში გაშვებას უპირებს, რადგან ამავე ქვეყნის კლუბებს სატრანსფერო ფასის დაფარვასთან დაკავშირებით პრობლემები ყველაზე ნაკლებად აქვთ, ეს კი ლევანტეს წისქვილზე ასხამს წყალს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი