ესპანურ მედიაში დაწერილი ინფორმაციის მიხედვით, ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილს ხელშეკრულების განახლებას სთავაზობს.
გიორგის ახლა კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს დადებული, ლევანტეს მესვეურთა მიზანი კი ისაა, რომ ქართველი კიდევ 2 წლით დარჩეს.
ერთა ლიგის პლეიოფის მატჩებში კარგად თამაშის შემდეგ ქოჩორაშვილზე მოთხოვნა გაზრდილია და ლევანტეც წინასწარ იჭერს თადარიგს.
როგორც Transfermartk-ზეა მითითებული, საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 1 მილიონი ევროა.