ეს ხვიჩას დაცინვა და აბუჩად აგდებაა - ნაპოლი ქართველს სათანადოდ ვერ აფასებს » სპორტის ხაზი

ეს ხვიჩას დაცინვა და აბუჩად აგდებაა - ნაპოლი ქართველს სათანადოდ ვერ აფასებს

ეს ხვიჩას დაცინვა და აბუჩად აგდებაა - ნაპოლი ქართველს სათანადოდ ვერ აფასებს
21-07-2024, 00:50
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან დღემდე, ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის ირგვლივ ყოველდღიური ჭორები არ წყდება, მაგრამ ვეცდებით მოკლედ სრული სურათი წარმოგადგენინოთ.

ჯერ კიდევ ევრო 2024-ის მიმდინარეობისას, ფეხბურთელის აგენტმა და მამამ განაცხადეს, რომ ნაპოლის დატოვებას გეგმავენ, თუმცა, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდებოდა.

ნაპოლიში მოვიდა ახალი მთავარი მწვრთნელი - ანტონიო კონტე, რომელმაც კლუბის პრეზიდენტს ხვიჩას შენარჩუნება მოსთხოვა, რადგან სწორედ ქართველზე გეგმავს სამომავლოდ გუნდის აწყობას.

პარალელურად, ცხადია გუნდმა ხვიჩასთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ მხარეები საბოლოო შეთანხმებას დღემდე ვერ აღწევენ და თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, ამის მთავარი მიზეზი ხვიჩას ანაზღაურებაა.

იტალიურ მედიაში ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ფეხბურთელის მხარე ყოველწლიურად 7-8 მილიონ ევროს ითხოვს ხელფასის სახით, რაზეც კლუბსა და აგენტებს შორის "ვაჭრობა" მიდის.

პარალელურად კი იწერება, რომ ნაპოლი მზად არის ოსიმენის წასვლის შემთხვევაში რომელუ ლუკაკუ მოიყვანოს გუნდში, რომელსაც ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს (ბონუსების გარეშე).

აღნიშნული ფაქტით კი გულშემატკივართა დიდი ნაწილი გაკვირვებულია - როგორ შეიძლება ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავს ელემენტარულ პირობებს ვერ უკმაყოფილებდე და არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ ლუკაკუს უკეთესს პირობებს სთავაზობდე.

ერთი სიტყვით, ხვიჩას მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი