ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2028 წლამდე დარჩება? | დეტალები » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2028 წლამდე დარჩება? | დეტალები

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2028 წლამდე დარჩება? | დეტალები
10-11-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც რუსულ მედიაში დაიწერა, ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, რასაც თავისი მიზეზი გააჩნია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ცდილობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად შეინარჩუნოს, რის გამოც "პარტენოპეის" პირველი პირი გეგმავს, რომ ქართველს როგორც ხელფასი გაუორმაგოს, ასევე მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე აიყვანოს, რაც ხვიჩას შენარჩუნების 2 იდეალური ბერკეტი იქნება.

როგორც იცით, ქართველ ფეხბურთელს არაერთი მსურველი გამოუჩნდა და მათ შორის ისეთი კლუბებიც არიან, რომლებსაც დიდძალი ფულის გადახდა თავისუფლად შეუძლიათ (პსჟ, რეალი, მან.სიტი და სხვა).

მიუხედავად ამისა, ნეაპოლელები ცდილობენ, რომ ქართველი ტალანტი მაქსიმალურად დიდი ხნით შეინარჩუნონ, თუმცა რამდენად მოხერხდება კვარას იტალიაში ხანგრძლივად გაჩერება, ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი