უცხოურ მედიაში სრულიად გამაოგნებელი ინფორმაცია ვრცელდება. საქმე ავსტრალიელ ბალახის ჰოკეის მოთამაშეს, მეტიუ დოუსონს ეხება, რომელმაც 2024 წლის ოლიმპიადაზე წასასვლელად თითი მოიჭრა!
როგორც დაიწერა, დოუსონმა თითის მოტეხილობის გამო ექიმებისგან წითელი შუქი მიიღო, რის გამოც მეტიუ ავსტრალიის ნაკრებს ვეღარ დაეხმარებოდა, თუმცა დოუსონმა გამოსავალი თითის დაზიანებული ნაწილის მოკვეთაში მონახა.
თავად დოუსონმა დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე შეგნებულად და გააზრებულად წავიდა. მან ისიც თქვა, რომ ამის გაკეთება მის სამომავლო კარიერაშიც მეტ სიმსუბუქეს მისცემდა,- იხილეთ ფოტო