როგორც იცით, ვიქტორ ოსიმენი ამ ზაფხულს ნაპოლის დატოვებას აპირებს და უდიდესი ალბათობით, ნიგერიელის ახალი კლუბი პარი სენ-ჟერმენი იქნება.
იტალიურ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ ნაპოლი ოსიმენს რომელუ ლუკაკუს ტრანსფერით დააბალანსებს, რომელსაც პარტენოპეიში გადასვლის იდეა ძალიან ხიბლავს.
აღსანიშნავია, რომ ნაპოლიმ და ლუკაკუმ უკვე შეთანხმებასაც კი მიაღწიეს, ახლა კი ყველაფერი ლონდონის ჩელსიზეა დამოკიდებული, სადაც ლუკაკუ რომადან იჯარის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდა.
იწერება, რომ ნაპოლი ჩელსისთვის 25 მილიონი ევროს გადახდას და ლუკაკუსთვის 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და წესით, ამ ტრანსფერს ლონდონელებმა მწვანე შუქი უნდა აუნთონ.