"თბილისში სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან" - მორნარის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"თბილისში სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან" - მორნარის მწვრთნელი

"თბილისში სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან" - მორნარის მწვრთნელი
19-07-2024, 18:14
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ დინამო თბილისმა მორნარ ბარს საშინაო კედლებში ვერ მოუგო და ორი მატჩის ჯამში მოპოვებული უპირატესობით მომდევნო ეტაპზე მონტენეგროული კლუბი გავიდა.

აღნიშნული მატჩის და ადგილობრივი დახვედრის შესახებ კრიტიკული კომენტარი მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზორან დურაშკოვიჩმა გააკეთა.

თბილისში 2 დღით დავრჩით და ეს ორი დღე ჩვენ მიმართ არაერთი მუქარა წამოვიდა, იყო პროვოკაციებიც. მიუხედავად იმისა, რომ დახურული სესიით 2-ჯერ უნდა გვევარჯიშა, ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში შევძელით.

ამას თან ერთვის ის, რომ სტადიონზე მისვლისას ტაბლოზე დინამოს სასარგებლოდ 2:0 ეწერა, გარშემო კი არც მუქარა წყდებოდა და არც ყვირილი. ჩვენ მონტენეგროში მეტოქეს პატივისცემით დავხვდით, აქ კი სტუმართმოყვარეობის შესახებ საერთოდ არაფერი იციან.

- თქვა მორნარის დამრიგებელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი