უეფა ტირანას მკაცრად დასჯის - ალბანური გუნდის უღირსი საქციელი ტორპედოსთან » სპორტის ხაზი

უეფა ტირანას მკაცრად დასჯის - ალბანური გუნდის უღირსი საქციელი ტორპედოსთან

უეფა ტირანას მკაცრად დასჯის - ალბანური გუნდის უღირსი საქციელი ტორპედოსთან
19-07-2024, 15:01
Aa Aa
გაზიარება:

ტირანასთან გამართულ განმეორებით შეხვედრაში, ქუთაისის ტორპედოს მასპინძელმა გუნდმა რთული სამათაშო პირობები დაახვედრა - ინფორმაციას ამის თაობაზე კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ედო ბადალაშვილი ავრცელებს.

"გუშინ დილით ჩამოვედით. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია.

გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა თუ გენდომებათ, მატჩს ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო...
ხოდა დანარჩენი ისტორიაა… და ეს ჩემი გუნდია!
", - წერს ბადალაშვილი.

პოსტის კომენტარებში, ედო ამატებს: "ხო, უეფამ ტირანას სათანადო ჯარიმებს გამოვუწერთ ამისთვისო, მაგრამ სხვამ იდარდოს, ჩვენ აწი ომონიასთვის მოვემზადებით".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი