როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მიქაუტაძე ახალი სეზონიდან კარიერას ფრანგულ ლიონში გააგრძელებს.
23 წლის ფეხბურთელმა კლუბის პრესსამსახურთან მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის დაასახელა მიზეზი, თუ რამ იქონია მის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთი მთავარი გავლენა.
"მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ ლაკაზეტი-მიქაუტაძის ხილვა მოედანზე ძალიან სურდა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლიონში თამაში გადავწყვიტე.
ლაკაზეტთან დუეტში თამაშს მოუთმენლად ველოდები, ის უმაღლესი დონის ფორვარდია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება", - განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა ლიონთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - ტრანსფერის ღირებულებამ კი 18.5 მილიონი ევრო შეადგინა.