გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის "სლოვან ბრატისლავა" სლოვაკეთის თასის 1/16 ფინალში "სტროპკოვს" გუშინ, 16:00 საათზე დაუპირისპირდა, სადაც ქართველების გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 2:3 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 63 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ვლადიმერ ვაისმა ქართველი ტალანტი 1 საათის თავზე მოედნიდან გაიყვანა. რაც შეეხება გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას, ისინი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდნენ.
იქამდე, სანამ გიორგი მოედანზე იყო, ქართველ ფეხბურთელს 2 სუპერ მომენტი შეექმნა, საიდანაც ჩაკვეს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა გიორგის თავის გამოჩენა არცერთ შემთხვევაში არ გამოუვიდა (იხილეთ ვიდეო).
შეგახსენებთ, რომ "სლოვან ბრატისლავა" სლოვაკეთის თასის 1/8 ფინალში "ბანსკა ბისტრიცას" დაუპირისპირდება.