"ქართველებს და თბილისს არცხვენთ" - ფანები დინამოს საშინლად აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

"ქართველებს და თბილისს არცხვენთ" - ფანები დინამოს საშინლად აკრიტიკებენ

"ქართველებს და თბილისს არცხვენთ" - ფანები დინამოს საშინლად აკრიტიკებენ
18-07-2024, 23:19
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრს დინამო თბილისსა და მორნარ ბარს შორის 1:1 დასრულდა.

სამწუხაროდ, ორი მატჩის ჯამში უპირატესობა მეტოქე გუნდმა მოიპოვა და თბილისის დინამო საკვალიფიკაციოს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

ცხადია, ამ წაგებას დიდი გულისწყრომით და სიბრაზით შეხვდა ქართველი გულშემატკივარი. აი, რას წერენ ისინი სოციალურ ქსელში დინამოს მისამართით:

ქართველ ხალხს და თბილისს არცხვენთ.

ამ გუნდს საშველი არ აქვს.

თუ ვინმეს ისტორიის დაწერა უნდა, დინამოს უნდა ეთამაშოს, მოუგოს და დაწერს.

მორიგი სირცხვილი და უსუსურობა, ყველანაირი ემოცია დავხარჯეთ უკვე.

საქართველოს შერცხვენის დიდოსტატები ხართ.

ქვეყნის სირცხვილია ეს გუნდი.

ფიფია ყველა იმ სოფლის გუნდს უყვარხარ, რომელთა ისტორიაც ასე გაამდიდრე.

უთავმოყვარეებო, დინამოს სახელი გადაირქვით.

ეუთოს მისია ვართ, ჰუმანიტარულ დახმარებას ვეწევით.

ყველაფერს საზღვარი აქვს, სამარცხვინოები ხართ.

- წერენ ქართველი ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი