დესპოტი კონტე - კვარას გუნდში მწვრთნელმა მკაცრი აკრძალვები დააწესა » სპორტის ხაზი

დესპოტი კონტე - კვარას გუნდში მწვრთნელმა მკაცრი აკრძალვები დააწესა

დესპოტი კონტე - კვარას გუნდში მწვრთნელმა მკაცრი აკრძალვები დააწესა
18-07-2024, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა, რომ ანტონიო კონტემ ნაპოლიში მკაცრი აკრძალვები დააწესა, უმთავრესად კი ეს აკრძალვები კლუბის პრეზიდენტს ეხება.

როგორც იწერება, კონტეს სურს, რომ დე ლაურენტისი გუნდის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს, რათა იტალიელმა მწვრთნელმა ყველაფერი საკუთარი სურვილის შესაბამისად მართოს.

ანტონიო კონტემ აურელიო დე ლაურენტისს უთხრა, რომ მისი ხილვა არც სავარჯიშო ბაზაზე სურს და არც სასადილო ოთახში, რათა პრეზიდენტსა და ფეხბურთელებს შორის დამატებითი, არასაჭირო კონტაქტი არ შედგეს.

შეგახსენებთ, რომ კონტემ ნაპოლისთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტი საქმეს თავიდანვე მკაცრად და დისციპლინირებულად შეუდგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი