ტირანას მწვრთნელი: "ტორპედო რამდენიმე ნაბიჯით გვისწრებს, თუმცა.." » სპორტის ხაზი

ტირანას მწვრთნელი: "ტორპედო რამდენიმე ნაბიჯით გვისწრებს, თუმცა.."

ტირანას მწვრთნელი: "ტორპედო რამდენიმე ნაბიჯით გვისწრებს, თუმცა.."
18-07-2024, 16:21
Aa Aa
გაზიარება:

ალბანური ტირანას დამრიგებელმა, ბლედი შკემბიმ ქუთაისის ტორპედოსთან განმეორებით მატჩამდე ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ის ამბობს, ტორპედო ახლა ტირანას რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს, თუმცა დღევანდელი მატჩის მასპინძლები გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, პირველ მატჩში კარგად ვითამაშეთ. გუნდს შესათამაშებლად დრო სჭირდება, მაგრამ ამ შეხვედრიდან დადებითი ემოციები დამრჩა. ვაფასებთ მეტოქეს და ვამბობ, რომ ტორპედოს სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს.

ყველაფერი უნდა გავიღოთ, ვირბინოთ და ვიბრძოლოთ დაუსრულებლად, რათა გავიმარჯვოთ. დადებითი შედეგის მისაღწევად საჭიროა რწმენა. ვიცით და ვგრძნობთ იმ შესაძლებლობებს, რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა იცოდნენ, რა შეგვიძლია. მატჩის წინ შანსებს 50/50-ზე შევაფასებ.

მეტოქე ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით გვისწრებს, მაგრამ მოედანზე ვეცდებით, სხვაობა შევამციროთ. ქუთაისში გამარჯვება უკეთესი იქნებოდა, თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ. გპირდებით, ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს გაიღებენ და იმედია, ჩვენს მხარდამჭერებს გავახარებთ.

- თქვა ტირანას დამრიგებელმა.

ცნობისთვის, ტორპედოსა და ტირანას პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და 1:1 დასრულდა, დღვანდელი შეხვედრა კი ალბანეთში ჩატარდება, რომელიც სტარტს 22:00 საათიდან აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი