ქართველი პირველია - მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირი მეკარე გახდა! » სპორტის ხაზი

ქართველი პირველია - მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირი მეკარე გახდა!

ქართველი პირველია - მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირი მეკარე გახდა!
18-07-2024, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Transfermartk-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, ეს სიახლე კი გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე ამ დრომდე 40 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი მამარდა 5 მილიონი ევროთი მეტი ღირს, რის ხარჯზეც გიორგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა!

ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიების მქონე ქართველი მეკარე არაერთი გრანდის ინტერესთა სფეროშია მოქცეული და დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან გიორგი ვალენსიაში აღარ დარჩება.

ბოლო ინფორმაციით, მამარდაშვილით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიცაა ინტერი, ატლეტიკო, ბაიერნი და სხვები.

მეკარეთა საუკეთესო ხუთეული სატრანსფერო ფასების მიხედვით

1. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ვალენსია) - 45 მილიონი ევრო
2. დიოგო კოშტა (პორტუგალია, პორტუ) - 45 მილიონი ევრო
3. ჯიანლუიჯი დონარუმა (იტალია, პარი სენ-ჟერმენი) - 40 მილიონი ევრო
4. გრეგორ კობელი (შვეიცარია, დორტმუნდი) - 40 მილიონი ევრო
5. მაიკ მენიო (საფრანგეთი, მილანი) - 38 მილიონი ევრო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი