დიტმარ ჰამანი: "გორდონსა და კვარაცხელიას შორის არც ისე დიდი სხვაობაა" » სპორტის ხაზი

დიტმარ ჰამანი: "გორდონსა და კვარაცხელიას შორის არც ისე დიდი სხვაობაა"

დიტმარ ჰამანი: "გორდონსა და კვარაცხელიას შორის არც ისე დიდი სხვაობაა"
18-07-2024, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა ამავე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ჰამანმა ყურადღება შემტევის დამატებაზე გაამახვილა და სასწორზე ორი ფეხბურთელი, ნიუკასლის ენტონი გორდონი და ხვიჩა კვარაცხელია განათავსა.

სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის დიდი სხვაობა არსებობდეს. ჩემი აზრით, გორდონის უპირატესობა ისაა, რომ პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, რის გამოც ამ დუელში მისკენ ვიხრები.

- თქვა ჰამანმა.

23 წლის ენტონი გორდონმა შარშანდელი სეზონის პრემიერ ლიგაში ნიუკასლის მაისურით 35 მატჩი გამართა, რა დროშიც მან 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი