ფაბიო კანავარო: "კვარაცხელია ძალიან ძლიერია, ოსიმენი კი.." » სპორტის ხაზი

ფაბიო კანავარო: "კვარაცხელია ძალიან ძლიერია, ოსიმენი კი.."

ფაბიო კანავარო: "კვარაცხელია ძალიან ძლიერია, ოსიმენი კი.."
16-07-2024, 18:59
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა ფაბიო კანავაროს კომენტარი გაავრცელა, რომელიც მან ახალი ფორმაციის ნაპოლისა და 2024/2025 წლების სერია A-ს შესახებ გააკეთა.

როგორც კანავარო თვლის, ახალი სეზონიდან სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ სიმონე ინძაგის ინტერი იქნება, ნაპოლიში კი ანტონიო კონტე თავის სახელის დატოვებას შეეცდება.

ვფიქრობ, რომ ახალ სეზონში ყველას ინტერთან მოუწევს კონკურენციის გაწევა. მათ სკუდეტო მოიგეს და თითქმის არაფერი შეუცვლიათ. ისინი კვლავ ყველაზე ძლიერები იქნებიან.

ახალი ნაპოლი? - მათ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ოსიმენს კი გოლის გასატანად სამი შეხება სჭირდება. ჩემი აზრით, კონტე ახალ კლუბს თავს ბოლომდე მიუძღვნის. ანტონიომ იცის თუ როგორ მიანიჭოს უკლებივ ყველა ფეხბურთელს შესაფერისი ფუნქციები და მოვალეობები.

- თქვა კანავარომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი