ახალი აღმოჩენა - ვისი დამატება შეუძლია საქართველოს ნაკრებს ჟირონადან? » სპორტის ხაზი

ახალი აღმოჩენა - ვისი დამატება შეუძლია საქართველოს ნაკრებს ჟირონადან?

ახალი აღმოჩენა - ვისი დამატება შეუძლია საქართველოს ნაკრებს ჟირონადან?
16-07-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი წარმატებული ტრანსფერის განხორციელება შეუძლია. საქმე ანტალ იაკობიშვილს, ესპანური ჟირონას 20 წლის მცველს შეეხება.

რამდენიმე დღის წინ, ქართულმა Geo Team-მა დაწერა, რომ იაკობიშვილის ოჯახი საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს, თუმცა თავად ფეხბურთელს დარწმუნება სჭირდება, რომ საქართველოში მას სიხარულით მიიღებენ. ამ ეჭვებისა და ყოყმანის გამო, Geo Team-მა ქართველ ფანებს მოუწოდა, რომ იაკობიშვილისთვის თბილი სიტყვები კომენტარების სექციაში დაეტოვებინათ, ამ გზით კი ფეხბურთელს ეჭვები ბოლომდე გაუქრებოდა.

ანტალ იაკობიშვილი უნგრეთის მოქალაქე გახლავთ და ამავე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს კიდეც, თუმცა უნგრეთის ეროვნულ გუნდში იაკობიშვილს ჯერ 1 თამაშიც არ ჩაუტარებია, რის გამოც ნაკრებს მისი დამატების ვარიანტი დღემდე აქვს შენარჩუნებული.

რაც შეეხება საკლუბო ასპარეზს, ჟირონასთან ანტალ იაკობიშვილმა კონტრაქტი მიმდინარე წლის თებერვალში 2028 წლამდე გააფორმა, გასულ სეზონში კი ლა ლიგაში ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ანტალის ძმა, არონ იაკობიშვილი ბარსელონას 19-წლამდე გუნდის ერთ-ერთი მეკარეა.

ახალი აღმოჩენა - ვისი დამატება შეუძლია საქართველოს ნაკრებს ჟირონადან?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი