საპრიზო ფონდი ცნობილია - რა თანხას მიიღებენ ოლიმპიური ჩემპიონები მთავრობისგან საჩუქრად » სპორტის ხაზი

საპრიზო ფონდი ცნობილია - რა თანხას მიიღებენ ოლიმპიური ჩემპიონები მთავრობისგან საჩუქრად

საპრიზო ფონდი ცნობილია - რა თანხას მიიღებენ ოლიმპიური ჩემპიონები მთავრობისგან საჩუქრად
16-07-2024, 17:26
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიადის ქართველი მონაწილეების ფიცის დადების ცერემონიალზე, ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ წინა ოლიმპიადის მსგავსად წელსაც იქნება წამახალისებელი პრიზები.

კერძოდ, ოლიმპიური ჩემპიონი მთავრობისგან მილიონ ლარს მიიღებს საჩუქრად, ვერცხლის მფლობელი 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი 250 000 ლარს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქვეყნის მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან - საქართველო ამ ოლიმპიადაზე ჯამში 28 სპორტსმენიც წარსდგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი