ევროს ტოპ 6 სენსაცია - მოხვდა თუ არა საქართველოს ნაკრები სიაში » სპორტის ხაზი

ევროს ტოპ 6 სენსაცია - მოხვდა თუ არა საქართველოს ნაკრები სიაში

ევროს ტოპ 6 სენსაცია - მოხვდა თუ არა საქართველოს ნაკრები სიაში
15-07-2024, 22:19
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა გამოცემა 90min-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ტოპ 6 სენსაცია დაასახელა, სადაც საქართველოს პორტუგალიასთან მოგებაც შეიყვანეს.

საქართველოს ნაკრებს მაყურებელთა გულის მოსაგებად დიდი ხანი არ დასჭირვებია. ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფის პირველივე შეხვედრაში გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალო მონაწილეობაა.

ქართველების ჩეხეთთან აღებული ქულის შემდეგ პორტუგალიასთან მოგება იყო საჭირო, ამ ნაკრების თილისმა კვარაცხელიამ კი გუნდი მალევე დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი ჯვაროსნებმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს.

- წერს გამოცემა.

სხვათა შორის, ამავე გამოცემის აზრით, ევროს მთავარი სენსაცია ალბანეთის მიერ იტალიის კარში გატანილი გოლი იყო, რისთვისაც ალბანელებს სულ რაღაც 23 წამი დასჭირდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი