უეფას პრეზიდენტმა ეს ქართველი გამოარჩია - ვინაა ჩეფერინის რჩეული » სპორტის ხაზი

უეფას პრეზიდენტმა ეს ქართველი გამოარჩია - ვინაა ჩეფერინის რჩეული

უეფას პრეზიდენტმა ეს ქართველი გამოარჩია - ვინაა ჩეფერინის რჩეული
15-07-2024, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

14 ივლისს ევრო 2024-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დე ლა ფუენტეს ესპანეთმა საუთგეიტის ინგლისს 2:1 მოუგო.

ტურნირის დასრულების შემდეგ საჯარო კომენტარი უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთშიც ქართველი ფეხბურთელიცაა ნახსენები.

ჩეფერინმა ტურნირის შეფასებასთან ერთად რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, საქართველოს ნაკრებზე საუბრისას კი უეფას პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელია ყველასგან გამოაცალკევა.

კვარამ ევრო 2024-ზე 1 გოლი გაიტანა, ეს გოლი კი უმნიშვნელოვანესი იყო. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ პორტუგალიის კარის აღება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი