გუშინ ევრო 2024 ოფიციალურად დასრულდა. ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 სძლია, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი როდრი გახდა.
რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, აქ ერთპიროვნული ლიდერი არ გვყოლია, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან თანაბომბარდირის სტატუსი მიქაუტაძემაც მიიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნათამაშებ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა, ამასთან დაკავშირებით კი გიორგიმ სოც.ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: