"დააბრუნეთ სახლში ზუგდიდელი კუკურელია" - ქართველი ფანების სახალისო კომენტარები » სპორტის ხაზი

"დააბრუნეთ სახლში ზუგდიდელი კუკურელია" - ქართველი ფანების სახალისო კომენტარები

"დააბრუნეთ სახლში ზუგდიდელი კუკურელია" - ქართველი ფანების სახალისო კომენტარები
15-07-2024, 16:36
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი გულშემატკივრებისთვის ესპანელი მარკ კუკურელია ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ხშირად გახსენებადი ფეხბურთელი გახდა.

საამისო მიზეზი ამავე ფეხბურთელის გვარის ჟღერადობა და მისი ქართულ გვართან მსგავსება გახლავთ. აი, რას წერენ ამ თემასთან დაკავშირებით ქართველი ფანები სოც ქსელში:

დააბრუნეთ სახლში ზუგდიდელი კუკურელია.

კუკურელია სამეგრელოს სასახელო კაცია, რა უნდა ესპანეთის ნაკრებში?

როგორც ხვიჩა და გოჩა, ისე დაგვეკარგა კუკურელიაც, თორე ეგეც საქართველოდან ყოფილა.

ჩვენი მეგრული სისხლის კუკურელია ევროპის ჩემპიონი გახდა, ჩამოიყვანეთ ქვეყანაში გავეცნოთ ახლოს.

მეგრელი კაცი ვასესხეთ ესპანელებს, ახლა უკან ჩაგვასესხონ.

ნიკა მელია თუ კუკურელია?

კუკურელიას მეგრულიც ეცოდინება თავს დავდებ.

ზუგდიდში კუკურელია მაგარ ღომს აკეთებსო და მართალია?

წინ კვარაცხელია, უკან კუკურელია, ჩვენია მთელი ევროპა.

ესპანეთს ევროს მოგებაში ზუგდიდელი კუკურელია დაეხმარა, ჩვენც მოგვცეს ვინმემ თასის პატარა ნაჭერი მაინც.

- წერენ ქართველი ფანები ინტერნეტში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი