ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და უეფას ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი სხვა 5 მოთამაშესთან ერთად, გიორგი მიქაუტაძეც გახდა.
ქართველმა შემტევმა 3 გოლის გატანა მოახერხა, ისევე როგორც დანი ოლმომ, კოდი გაკპომ, ჰარი კეინმა, ჯამალ მუსიალამ და ივან შრანცმა.
ფინალში მოგებული (2-1) შეხვედრის დასრულებისთანავე, დანი ოლმომ და ჰარი კეინმა კუთვნილი ჯილდოები მიიღეს, რაც შეეხება მიქაუტაძეს, სავარაუდოდ ქართველ ფეხბურთელს ახალ ჯილდოს საფრანგეთში გაუგზავნიან.
როგორ გამოიყურება ბომბარდირობისთვის განკუთვნილი ჯილდო? იხილეთ ფოტო: